კომპანია ბადაგონის შესახებ ფინანსური დოკუმენტაციას ადვოკატი დღეს გაასაჯაროებს. ზაზა ხატიაშვილი დოკუმენტების იმ ნაწილის გამოქვეყნებას გეგმავს, რომლის შესწავლაზეც მისივე მტკიცებით, ფინანსთა სამინიტროს საგამოძიებო სამსახურმა უარი თქვა.
კომპანიის უფლებადამცველი დარწმუნებულია, რომ ამ დოკუმენტების გასაჯაროება გამოძიების ინტერესებში არ შედის.
„ჩემი აზრით, შპს ბადაგონში ფინანსური პოლიციის შემოვარდნა, არის ეს არის სახელმწიფოს მიზანმიმართული კამპანია გაანადგურონ ყველაზე წარმატებული ქართული ბიზნესი, მოსპონ ბადაგონი როგორც ბრენდი და ჩინური ბაზარი გარკვეულმა სახელისუფლებო წრეებმა ჩაიგდონ ხელში,“-განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.
კომპანია ბადაგონის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ანსამბლ "ივერიას" წევრები გამოეხმაურნენ. მათ ვლადიმერ ჯანჯღავას მხარდასაჭერი ვიდეორგოლი გაავრცელეს.