18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
სასამართლო სისტემის ეფექტიანობა - პრეზენტაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს სასამართლო სისტემის ეფექტიანობის შესახებ პრეზენტაცია გაიმართება.

ცვლილებები შედის მოსამართლეების საქმეების განაწილებასთან დაკავშირებით, იმ მოსამართლეებს რომელსაც ვადის ამოწურვამდე ორი თვე აქვთ დარჩენილი, საქმეები აღარ დაეწერებათ.

რაც შეეხება უვადოდ მოსამართლეების დანიშვნას, კონკურსის ყველა ეტაპი დასრულებულია.

მომავალ კვირაში კი საბჭოს წევრები კანდიდატებს კენჭს უყრიან.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე განიხილავს მოსამართლეთა განცხადებებს, რომელთაც მიმართეს საბჭოს რომ მათი გამწესება მოხდეს უვადოდ. ასევე იქნება წარმოდგენილი საბჭოს მდივნის მიერ პრეზენტაცია, რომელიც ეხება სასამართლოს ეფექტიანობის თემას,“-განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა.

დღის ამბები