18 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
უამინდობა საქართველოში - ფოთსა და ყულევში ძლიერ შტორმს ელოდებიან

უამინდობა საქართველოში - შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი.

ქალაქის ჰიდროგრაფიული სამსახურის ინფორმაციით, სანაპიროზე ოთხ ბალიანი შტორმია მოსალოდნელი.  უამინდობა დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე 14 თებერვლამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების განცხადებით, ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაუარესდება, მაღალ მთაში კი მოთოვს.

,,საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმებს , მაღალ მთაში მოთოვს, განსაკუთრებით ინტენტსიურ ნალექს ველოდებით დასავლეთ საქართველოში, ტემპერატურა 8-13 გრადუსის ფარგლებში იქნება, 13-14 თებერვალს ნალექები შენარჩუნდება. თბილისში არ არის გამორიცხული წვიმა,"-ამბობს სინოპტიკოსი თამარ გულედანი.

დღის ამბები