ბაგებში, სადაც გვიან ღამით, გაზიფიცირებისთვის გაყვანილი მილები ჩამოვარდა დამაგრების სამუშაოებს ,,ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალისტები განახორციელებენ.
"ყაზტრანსგაზ თბილისის” სპეციალისტები მუშაობას დღეს დილიდან დაიწყებენ.
კონტრაქტორი კომპანიის ნაცვლად სამუშაობს "ყაზტრანსგაზი", მოსახლეობის მოთხოვნით ჩაატარებს.
საერთო საცხოვრებლების მე-5 კორპუსში, სადაც ინციდენტი მოხდა, დევნილები ცხოვრობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მილებში გაზი ჯერ გაშვებული არ იყო.
მეზობლების ინფორმაციით, მუშები გვიანობამდე მუშაობდნენ, თუმცა მილები ბოლომდე ვერ დაამაგრეს. აბონენტების დაერთებას გაზ-გამანაწილებელ ქსელზე ,,ყაზტრანსგაზ თბილისის” კონტრაქტორი კომპანია აწარმოებდა.