18 ნოემბერი 2024,   02:40
ვრცლად
სასულიერო სემინარიის სკანდალი - პროტოპრესვიტერ​ი გიორგი ზვიადაძე ბრალდებებს პასუხობს 

სასულიერო სემინარიის სკანდალი - პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე პირველ განცხადებას აკეთებს და ბრალდებებს პასუხობს. 

საქმე ეხება სემინარიის ყოფილი სტუდენტების განცხადებებს, სადაც ისინი პროტოპრესვიტერს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებენ. 

გიორგი ზვიადაძე სასულიერო აკადემიაში ძალადობის რაიმე ფორმას გამორიცხავს, თუმცა არ აკონკრეტებს რა მიზანი შეიძლება ჰქონოდათ სემინარიის ყოფილ სტუდენტებს მსგავსი განცხადებების გაკეთებისთვის.

„როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტი მოვიდა სასულიერო აკადემიაში, როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს მისცეს ინტერვიუები სასულიერო აკადემიის სამეცნიერო საბჭოს პროფესორ-მასწავლებლებმა, სამეცნიერო საბჭოს წევრებმა, სტუდენტებმა, რატომ იყო მცდელობა, რომ დაეფარათ ეს ინტერვიუები, რატომ არ გავიდა ეს ინტერვიუები,“ - განაცხადა გიორგი ზვიადაძემ.

ღია წერილით გასულ კვირას ყოფილმა სტუდენტებმა უწმინდესს მიმართეს, სადაც წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

დღის ამბები