დოდო გუგეშაშვილმა რეანიმაციული განყოფილება შესაძლოა დღეს დატოვოს და მკურნალობა პალატაში გააგრძელოს. კლინიკაში განმარტავენ, რომ დოდო გუგეშაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესდა, თუმცა დამატებით კომენტარს ექიმები არ აკეთებენ.
თუ დაჭრილი პალატაში გადაიყვანეს, სამართალდამცველებმა ის შესაძლოა დღესვე დაკითხონ.
დოდო გუგეშაშვილი მთავარი მოწმეა მისი შვილის მკვლელობის საქმეში. თავად დაჭრილმა ამ დრომდე არ იცის, რომ თავდასმხის შედეგად მისი შვილი გარდაიცვალა.