ხმაურიანი პროცესები საპატრიარქოს უნივერსიტეტში - სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, გიორგი ანდრიაძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელები ანდრიაძის თანამდებობიდან გათავისუფლებას ადასტურებენ.
საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი, სერგო ვარდოსანიძე არ აკონკრეტებს უკავშირდება თუ არა გიორგი ზვიადაძის გათავისუფლება ანგარიშსწორებას.
„31 იანვრის მართვა-გამგეობის წესდების თანახმად სამეთვალყურეო საბჭო გაუქმებულია. დანარჩენ შემთხვევაზე, ეს უნდა ჰკითხოთ მათ, ვინც გაათავისუფლა,“ - განაცხადა სერგო ვარდოსანიძემ.
„კურიერის“ ინფორმაციით, საპატრიარქოს უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მეუფე იაკობის ბრძანებით თანამდებობიდან გაათავისუფლეს.