18 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს

კომპანია „ბადაგონის“ ადვოკატი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, უწყებამ მიზანმიმართულად გაავრცელა არასწორი ფაქტები.

ზაზა ხატიაშვილის თქმით, სახელმწიფო უწყებები ხელოვნურად ცდილობენ „ბადაგონის“ გაკოტრებას.

ადვოკატის თქმით, მოსამართლის განჩინების მიხედვით, საგამოძიებო მოქმედებები კომპანიაში უნდა ჩაეტარებინათ გამომძიებლებს, ხოლო ფინანსური პოლიციის შესვლის დროს დოკუმენტები IT მენეჯერებმა ამოიღეს.

„მივმართე მთავარ პროკურატურას და მოვითხოვე სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ყველა იმ 5 პირის მიმართ, რომლებმაც ეს ვანდალური აქტი ჩაიდინეს და თუ სისხლის სამართლებრივი დევნა არ დაიწყება უმოკლეს დროში, მე ჩავთვლი, რომ საქართველოს პროკურატურა და ფინანსური პოლიცია მოქმედებდნენ ერთად, რათა გაანადგურონ კომპანია „ბადაგონი,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

პარალელურად კი, დღეს დავით ბეჟუაშვილის ადვოკატი აპირებს, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვისთვის სარჩელი საქალაქო სასამართლოში შეიტანოს. 

დღის ამბები