24 აპრილი 2024,   22:10
ვრცლად
დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დაიწყო

დოდო გუგეშაშვილის დაკითხვა დაიწყო.  შსს-ს ინფორმაციით, ამ წუთებში გამომძიებლები გუგეშაშვილის პალატაში იმყოფებიან. 

დოდო გუგეშაშვილი მისი შვილის საქმეში მთავარი მოწმეა. 

შეგახსენებთ, რომ გუგეშაშვილის ოჯახზე თავდასხმა  რამდენიმე დღის წინ მოხდა. გუგეშაშვილს და მის შვილს მათივე სახლში ესროლეს. დოდო გუგეშაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, მისი შვილი კი ადგილზე გარდაიცვალა.

დაჭრილი დოდო გუგეშაშვილი შვილის დაკრძალვას დაესწრება. მისი ახლობლების ინფორმაციით, იგეგმება რომ გუგეშაშვილი ძმის სახლში, სადაც მისი შვილია დასვენებული, ხვალ რეანომობილით გადაიყვანონ. 

დღის ამბები