18 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
ქობულეთის მოსახლეობა, სასტუმროს მშენებლობის გამო, ზღვასთან მისასვლელი გზის ჩაკეტვის საშიშროებას აპროტესტებს

ქობულეთის მოსახლეობის ნაწილი შიშობს, რომ სეზონზე მათ მცირე ბიზნესს საფრთხე ემუქრება. მიზეზად კი სასტუმროს მშენებლობას ასახელებენ, რის გამოც ზღვასთან მისასვლელი გზა იკეტება.

ფირმამ, რომელიც სასტუმროს მშენებლობას აპირებს, უკვე შემოღობა მიწის ფართობი, თუმცა მოსახლეობა ამტკიცებს, რომ ეს მიწა კომპანიის საკუთრება არაა. ადგილობრივები აღნიშნულ ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონის მოწყობას ითხოვენ.

„აქ არის, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ადამიანის, ზურაბ პატარაძის ინტერესი  და ამის საფუძველს გვაძლევს ის ხელშეკრულება, რომელიც მან გაუფორმა „კრისტალ ბილდინგს და ის საქმიანობა, რომელსაც „კრისტალ ბილდინგი“ აწარმოებს ქობულეთში ამ შემთხვევაში. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, არ აწარმოებს,“ - აცხადებს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი მერაბ ცინცაბაძე.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერი მირიან ქათამაძე ამბობს, რომ მშენებლობის პროცესში, ინვესტორი მაქსიმალურად ინარჩუნებს ზღვაზე გადასასვლელებს და ტურისტებისა და მოსახლეობის ინტერესებს ითვალისწინებს.

„ეს არის მცდელობა იმისა, რომ მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში. მათ დარჩათ ერთადერთი პოლიტიკური ბრძოლის მეთოდი, ეს არის დაუპირისპირდნენ საინვესტიციო გარემოს,“ - აღნიშნა მირიან ქათამაძემ.

 

დღის ამბები