18 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
,,ვითხოვთ იმ წილის დაბრუნებას, რომელიც ფორმალურად გადაფორმებული იყო სალაყაიაზე"-ბადაგონის ადვოკატების განცხადება

კომპანია ”ბადაგაონის” ინვესტორისა და ”გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედის” ადვოკატებმა კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რატომ მიმართეს მათ წილის მითვისების საქმეზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.

ადვოკატებმა  ჟურნალისტებს წარუდგინეს დოკუმენტაცია, რომელიც მათივე მტკიცებით, ადასტურებს, რომ 2015 წელს კომპანია ”ბადაგონის” ღირებულება რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს შეადგენდა.

კომპანია ”გრაკო ტრეიდინგ ლიმიტედის” ადვოკატი, დიმიტრი ხაჩიძე ამბობს, რომ საქმე ეხება სისხლის სამართლის დანაშაულის 182-ე მუხლს, რომელიც შედის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციაში.

ადვოკატი იმედა დვალიძე კი განმარტავს, რომ ისინი არა თანხას, არამედ წილი დაბრუნებას ითხოვენ.

,,თანხის დაბრუნებას არ ვითხოვთ. ვითხოვთ, იმ წილის დაბრუნებას, რომელიც ფორმალურად გადაფორმებული იყო სალაყაიაზე. იმ წილის, დაბრუნებას, რომლის ლიკვიდურობის, კომპანიის ცნობადობის, საწარმოს ასეთ დონეზე განვითარებისთვის ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანიამ დაახლოებით 20 მილიონი დოლარი გაიღო“-ამბობს ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი იმედა დვალიძე.

უფლებადამცველების განცხადებით, მუდმივი აპელირება იმასთან დაკავშირებით, რომ ფინანსთა სამინისტრო ხელს უშლის კომპანიის საქმიანობას, სიმართლეს არ შეესაბამება.

დღის ამბები