მილიონობით ლარის ზარალი ანაკლიასა და განმუხურში. ზღვამ აქ, თითქმის, მთლიანად გაანადგურა სანაპირო ინფრასტრუქტურა, წაიღო ათობით პალმა და დაანგრია მიმდებარე ნაგებობები. წყალი უკვე ადგილობრივების საცხოვრებლებს ემუქრება.
ანაკლია და განმუხური, სადაც გრანდიოზული პროექტების განხორციელება იყო დაგეგმილი, დღეს მიტოვებულია.
ადგილობრივები ამბობენ, რომ სანაპირო ზოლის გამაგრებისათვის საჭირო მასალა ადგილზეა. მისი გამოყენებისთვის კი მარტივი სამუშაოების ჩატარებაა საჭირო. ეს დავალება ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა უნდა გასცეს, თუმცა, უკვე წელიწადზე მეტია, არაფერი გაკეთებულა. ამ დროის განმავლობაში კი საფრთხე უკვე საცხოვრებელ სახლებსაც ემუქრება.
ანაკლიის სანაპირო ზოლის ნაწილი უკვე ზღვამ შთანთქა, ადგილობრივები ამის მიზეზად დამბის დემონტაჟს ასახელებენ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეების გადასატანად მოხსნეს.
ჭაობში აშენებული ქალაქის განადგურებას აპროტესტებენ ანაკლიელები.
ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ამბობენ, რომ ანაკლიასა და განმუხურში შექმნილი მდგომარეობის შესახებ იციან. ტენდერიც გამოცხადებული აქვთ და სამუშაოებს მალე დაიწყებენ.
ავტორი: ემა გოგოხია