18 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე - თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

"მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე,“ - ამის შესახებ გადაცემა არჩევანში თეოლოგმა, გიორგი ტიგინაშვილმა, განაცხადა.

მისი თქმით, ზვიადაძემ როგორც მას განუცხადა, იმის გამო დაარტყა, რომ ის მის ზურგს უკან იდგა და პროტოპრესვიტერმა ამ საქციელს "უზნეო" უწოდა. 

„მე ვარ ერთ-ერთი დაზარალებული, მისგან შეურაცხყოფილი. იყო შუადღის დასვენების საათები, მე სიახლეების აბრაზე გამოკრულ განცხადებას ვეცნობოდი, ამ დროს მოულოდნელად ზურგში ვიგრძენი დარტყმა, მოვუტრიალდი და ჩემ წინ აღმოჩნდა პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, ეგზალტირებული, გაღიზიანებული. იმდენად ძლიერი დარტყმა იყო, რომ მე დაფას მივეხეთქე. ეს მისგან დამახასიათებელი პარანოიდული მოვლენა იყო,“ - განაცხადა თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა.

დღის ამბები