18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
ვიღაცას საპატრიარქოში ზვიადაძე სჭირდება და მაგიტომ არ ჰკიდებს ხელს - სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული

„ჩვენ ვართ მართლმადიდებელი ეკლესის წევრები, არ ვებრძვით ეკლესიას, ჩვენ ვებრძვით სასულიერო სემინარია-აკადემიაში არსებულ უწესრიგობას, პროტოპრესვიტერის ტირანიას, ძალადობას,“ - ამის შესახებ გადაცემა არჩევანში თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულმა, ლადო წითლიძემ, ისაუბრა.

მისი თქმით, გიორგი ზვიადაძეს საპატრიარქოში ხელს აფარებენ, რადგან ის სჭირდებათ.

„როდესაც 2012 წელს ჩვენი წარმომადგენლები ქალბატონ შორენასთან შევიდნენ, ჩვენ გვქონდა რამდენიმე მცდელობა პატრიარქთან შეხვედრის, მაგრამ ყოველთვის ურთიერთობა ქალბატონ შორენასთან გვიწევდა, რამდენიმე დღის შემდეგ მოხერხდა. როდესაც შორენას ჩანაწერი ვუჩვენეთ, მან აღნიშნა, რომ ზვიადაძე ჩვენს ყველა დავალებას კარგად ასრულებს. მიგვანიშნა, რომ ეს ადამიანი მათთვის საჭიროა. ვიღაცას საპატრიარქოს ეს ადამიანი სჭირდება და მაგიტომ არ ჰკიდებს ხელს,“ - განაცხადა მან. 

სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტებმა პატრიარქს ღია წერილით მიმართეს, სადაც წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები