18 ნოემბერი 2024,   02:47
ვრცლად
შორენა თეთრუაშვილი გიორგი ზვიადაძეს მოიხსენიებდა და ალბათ, დღემდეც მოიხსენიებს, როგორც "ოქროს თევზს" - მეუფე პეტრე

"შორენა თეთრუაშვილი პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს მოიხსენიებდა და ალბათ, დღემდეც მოიხსენიებს, როგორც ოქროს თევზს," - ამის შესახებ მეუფე პეტრე ცაავამ არჩევანის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მის მიერ 2016 წელს გაკეთებული კომენტარებიც გაიხსენა. 

"2016 წლის დეკემბერში ვთქვი, რომ მთავარი პრობლემა საპატრიარქოში არის გადაჭარბებული ძალაუფლება მდივან-რეფერენტის ხელში. პროტოპრესვიტერი ცდილობდა, ქალბატონის და არსებული მდგომარეობის უპასუხისმგებლოდ აცვას, გავიხსენე ის ფაქტი, რომ ქალბატონი მას მოხსენიებას და ალბათ, დღემდეც მოიხსენიებს, როგორც "ოქროს თევზს". ამით ჩანს, რომ მას თავისი ოქროს თევზები რამდენად უღირს, რამდენად რა არის პრიორიტეტი. არა ის, რომ ეკლესიაში იყოს ჯანსაღი მდგომარეობა, არამედ მას ჰყავდეს დაჯგუფება შემსრულებელი, თუნდაც, სარწმუნოების ადამიანთა თუ საზოგადოების დაბრკოლების ხარჯზე," - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ჭყონდიდის მიტროპოლიტი იმედოვნებს, რომ სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტების წერილს, სადაც წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, სინოდი წარმოებაში მიიღებს და მოკვლევა დაიწყება.

მეუფე პეტრე ცაავა პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„დღეს ვუსმენდი პროტოპრესვიტერს და გავიხსენებდი პირველი საუკუნის სასულიერო პირებს და მათ შორის, სინედრიონის წევრებს,  რომლებმაც პილატეს სასამართლოს გადასცეს უფალი იესო ქრისტე და განაჩენი გამოუატანეს, თუ რამდენად დაცილებული იყვნენ ღმერთს, ჭეშმარიტებას,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები