ხანძარი თბილისის ცენტრში. ცეცხლი ვაკეში, ჭავჭავაძის 37 ნომერში, ყოფილი სტუდქალაქის ტერიტორიაზე მდებარე დევნილთა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე 6 სახანძრო ბრიგადა იყო მობილიზებული. მოსახლეობის ევაკუაცია დროულად მოხერხდა. დაზარალებული რამდენიმე ოჯახისთვის დროებით საცხოვრებელ ბინაში გადაყვანას ადგილობრივი ხელისუფლება უზრუნველყოფს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
„მოხდება ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენა, ასევე ხარჯთაღრიცხვის გაკეთებაც თუ რა ზიანი მიადგა მოქალაქეებს და შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტი, მერია გვერდში დაუდგება დაზარალებულებს,“-განაცხადა ბაკის რაიონის გამგებელმა, ნოდარ ტურძელაძემ.