18 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
მეწყერი გოდერძის უღელტეხილთან - ადგილობრივები რამდენიმე საათით იძულებით გარეთ იყვნენ

დღეს დილიდან უნდა განახლდეს გზის გაწმენდითი სამუშაოები ხულოში, გოდერძის უღელტეხილთან ჩამოწოლილი მეწყერის ადგილას. დიდი ოდენობის მიწისა და ქვების მასის გზაზე ჩამოსვლა რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმებმა გამოიწვია და ადგილობრივებს პრობლემები შეუქმნა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მეწყერის გამო მათ რამდენიმე საათი იძულებით გარეთ ყოფნა მოუწიათ. მუნიციპალიტეტის მერის განმარტებით მოსახლეობისთვის ამ ეტაპზე საფრთხე არ არსებობს. დღესვე ადგილზე მუშაობას გეოლოგები იწყებენ - მომზადდება დასკვნა.

დღის ამბები