18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
შრომის უსაფრთხოების პრობლემები საქართველოში - სამოქალაქო სექტორი ევროკომისრებს ღია წერილით მიმართავს

სამოქალაქო სექტორის ღია წერილი ევროკავშირს. მიმართვაში, რომლის ადრესატებიც ევროკომისარები არიან, არასამთავრობო ორგანიზაციები იმედოვნებენ, რომ ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს რათა შრომის უსაფრთხოების კანონპროექტი ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს პასუხობდეს. წერილში ქვეყანაში ამ მხრივ არსებულ სავალალო მდგოამრეობაზეა საუბარი; ასევე ნათქვამია, რომ მოლოდინის მიუხედავად, მთავრობის მიერ შემოთავაზებული კანონპროექტი სუსტია მის აღსრულების ნაწილში და არ მოიცავს საკმარის მექანიზმებს, რაც დაგვარწმუნებდა მთავრობის ნებაში რეალურად დაიცვას დასაქმებულები. წერილში ყურადღება გამახვილებულია ინსპექტირების მექანიზმის სუსტ მანდატზე, ჯარიმის მინიმალურ ოდენობასა და მისი მოქმედების შეზღუდულ სფეროზე. 

დღის ამბები