არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს უერთდებიან სტუდენტების მიერ დაგეგმილ აქციას და ქვეყანაში შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობას გააპროტესტებენ. აქცია-მსვლელობა ერთდორულად თბილისსა და ბათუმში იმართება. ახალგაზრდები შეკრებას თბილისში უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ბათუმში კი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობასთან აპირებენ. სტუდენტების თქმით, ბოლო 6 წლის სტატისტიკა საგანგაშო, ამ საკითხზე სიჩუმე კი მკვლელობაში თანამონაწილეობის ტოლფასია.