საზარელ ტრაგედიას - შვილის სიკვდილს, დოდო გუგეშაშვილს მისი ახლობლები დღეს სასულიერო პირის მეშვეობით შეატობინებენ. რამდენიმე საათში მხედრიონის ყოფილ ერთ-ერთ ლიდერს რეანიმობილით ძმის სახლში გადაიყვანენ, სადაც მისი შვილია დასვენებული. დოდო გუგეშაშვილთან სამედიცინო პერსონალთან ერთად, მისი უსაფრთხოების დასაცავად სამართალდამცველებიც იქნებიან. თადარიგის პოლკოვნიკის მეგობრების ინფორმაციით, გარდაცვლილს სავარაუდოდ, ხვალ დაკრძალავენ. ნოდარ გუგეშაშვილი რამდენიმე დღის წინ საკუთარ სახლში მოკლეს. გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.