აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი არასწორ სტატისტიკას აქვეყნებს. ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ლაშა ადამიას თქმით, საქართველოში უცხოელი ვიზიტორების ვიზიტი შემცირებულია, თუმცა ტურიზმის დეპარტამენტი ხელოვნურად ზრდის მონაცემებს და, ”საქსტატთან” შედარებით, განსხვავებული ინფორმაციას ავრცელებს.
”ნაციონალური მოძრაობა” მიიჩნევს, რომ ტურიზმის სფეროში არაეფექტურად ხორციელდება და იგეგმება პროგრამები.
"თუ შევადარებთ საქსტატის მონაცემებს გამოდის, რომ საქართველოს მოსახლეობის 80% არის ვიზიტორად ნამყოფი აჭარაში, რაც სავსებით ალოგიკურია"-ამბობს ადამია.