პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ გიგი უგულავა, ვანის რაიონის სოფელ სალხინოს მოსახლეობას შეხვდა.
მძიმე სოციალური ფონის და ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, ადგილობრივებს ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავლის და ზარალის საკითხი აწუხებს.
მაჟორიტარობის კანდიდატთან საუბარში ადგილობრივები გაუგებარი მიზეზებით სოციალური სტატუსის მოხსნაზეც საუბრობენ.
გიგი უგულავა რაიონში სამოქმედო პროგრამის და გეგმის შემუშავებას მოსახლეობისგან მიღებული ინფორმაციის მიხედვით აპირებს.
„აქ, ვანის რაიონის სოფელ სალხინოში, ისევე როგორც უამრავ სხვა სოფელში და საქართველოს დანარჩენ რაიონებში, სოციალურად დაუცველების მიმართ დამოკიდებულება უბრალოდ არის წარმოუდგენელი, რასაც დღეს მთავრობა უშვრება ამ ხალხს. სოფელ სალხინოში არის თხილის პლანტაცია და უამრავი თხილის პლანტაციაა ვანის რაიონში. შავი ჭირივით ელოდებიან დათბობას, იმიტომ რომ იცის ამ ხალხმა რომ ფაროსანას წინაშე აღმოჩნდებიან მარტო,“ - განაცხადა გიგი უგულავამ.