,,ეს იმდენად სამარცხვინოა, რომ ქვეყანას არცხვენს უკვე, ყველანაირ ზღვარს გადის,“- ასე ეხმაურება საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” სამხატვრო დირექტორი პაატა ბურჭულაძის საქმეს და ,,იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის დაკითხვაზე დაბარებას.
თეონა ჯორბენაძის აზრით, ფონდ "იავნანას" ირგვლივ განვითარებული მოვლენები, ერთი ადამიანის განადგურებისკენ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა პარალელურად ნადგურდება ძალიან ღირებული იდეა.
"გასაგებია, რომ ვიღაცას უნდა ერთი ადამიანის განადგურება, მაგრამ გზადაგზა ძალიან ბევრი, ამ ქვეყნისთვის ძალიან ბევრი, ღირებული გაცხადებული იდეა ნადგურდება. ეს არის ქველმოქმედების იდეის დისკრედიტირება და ეს არის უკვე ერთგვარი იერიში სახელოვნებო სფეროზე“- საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” სამხატვრო დირექტორი თეონა ჯორბენაძე.