მწვანე კონცხზე პირდაპირი წესით გასხვისებული მიწები - კომპანია ”ელიტ კონტრაქშენ გრუპის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილთან კავშირს უარყოფენ. კომპანიას თანხა, რომლითაც ზღვისპირა ზოლში 20 ჰექტარი მიწა პირდაპირი მიყიდვის წესით შეიძინეს, „ქართუ ბანკიდან“ აქვს ნასესხები.
”ელიტ კონტრაქშენ გრუპის“ დამფუძნებელმა, დაჩი ჩაგანავამ, რომელიც პარიზში ცხოვრობს, „კურიერთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მას თანხა ინვესტირებისთვის ახლა არ აქვს და სესხის აღებას აპირებს, ასევე აღნიშნა, რომ ინვესტორებს საფრანგეთში მოიძიებს.
მისი თქმით, ტერიტორიაზე სასტუმროს კომპლექსის აშენებას აპირებენ.
„ბიძინა ივანიშვილთან არანაირი კავშირი არ გვაქვს, აქ სასტუმრო კომპლექსის აშენებას ვაპირებთ და მოსუფთავებით სამუშაოებს ვატარებთ, შემდეგ დავიწყებთ სასტუმრო კომპლექსის აშენებას. თუ ჩავთვლი საჭიროდ და ხელს შეგვიშლის, ხეებსაც მოვჭრით,“- განაცხადა დაჩი ჩაგანავამ.