18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
დაპირისპირება სიღნაღის საკრებულოში - ენმ ადგილობრივებისთვის გასული წლის ზარალის ანაზღაურებას ითხოვს

ხმაური სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოში - ოპოზიციასთან ერთად ადგილზე გასული წლის მაისში სტიქიით დაზარალებული ადგილობრივებიც იმყოფებოდნენ.

მათი განცხადებით, ხელისუფლებას ამ დრომდე მათთვის ზარალი არ აუნაზღაურებია.

,,ნაციონალური მოძრაობა“ ასევე აპროტესტებს   წინა მოწვევის საკრებულოს გადაწყვეტილებას , რომლის მიხედვითაც, მიწის გადასახადისგან მხოლოდ ქართული ოცნების 8 აქტივისტი და იმ დროისთვის მოქმედი გამგებელი, დავით ჯანიკაშვილი გათავისუფლდა.

ოპოზიციონერების ბრალდებებს საკრებულოს იურიდიულ კომისიასა და მერიაში უპასუხეს.

,,მიწის 80 ჰექტარი, ხორბალი და ქერი... ყველა არა, მაგრამ უმეტესობა დაზიანდა...დახმარება არ ამიღია...“-ამბობს ადგილობრივი.

საკრებულოში კი ამბობენ, რომ ამ დრომდე სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა არ შესულა.

,,წერილი არ შემოსულა, რასაც ამბობენ ვეთანხმებით, შარშან იყო სტიქია, ქარიც იყო ყველაფერი...“-აცხადებენ  სიღნაღის საკრებულოში.

დღის ამბები