18 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
რუსთავში შაურმით ექვსი ბავშვი მოიწამლა

რუსთავში შაურმით ექვსი ბავშვი მოიწამლა. მოზარდებს ერთი და იგივე სიმპტომები აღენიშნებოდა. ნაწილი ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ, ნაწილი კი დღეს შეიყვანეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ექვსივე ბავშვმა შაურმა ჭამა. კვების ობიექტს სურსათის სააგენტოს თანამშრომლები ამოწმებენ.

,,ექვსი არის ჰოსპიტალიზირებული ერთი ამბოლატორიულ მომსახურებაზეა. ასაკი არის 6 წლის ზემოთ 18 წლამდე. აღნიშნავენ, რომ მიიღეს შაურმა, რის შემდეგაც დაეწყოთ მაღალი ტემპერატურა, პირღებინება, მუცლის ტკივილი. ავადმყოფთა მდგომარეობა არის საშუალო სიმძიმის“-ამბობს რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოს ინფექციური განყოფილების გამგე ნანა სახეჩიძე.

საშაურმის მფლობელი სერგო კაპანაძე აცხადებს, რომ ხუთი წელია საშაურმე აქვს და მსგავსი შემთხვევა არასოდეს დაფიქსირებულა.

დღის ამბები