18 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
საჯარო და კერძო სექტორს ნარჩენების მართვის კოდექსი ახალ ვალდებულებებს აკისრებს

ნარჩენების მართვის კოდექსი საჯარო და კერძო სექტორს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნა „მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების“ პრინციპის დანერგვაა.

მწარმოებლები 2019 წლიდან ვალდებული იქნებიან, გარემოზე უარყოფითი გავლენის შემცირების მიზნით უზრუნველყონ პროდუქტისგან წარმოქმნილი ნარჩენების მართვა.

,,ეს ვალდებულება უნდა აიღონ იმპორტიორებმა , მწარმოებლებმა. იმ ადამიანებმა, ვინც ბაზარზე ათავსებენ ამ პროდუქციას, რათა ნარჩენების შემდგომ მოხდეს მისი მართვა ისეთი ფორმით, რომ მიაყენონ ნაკლები ზიანი გარემოს“- ამბობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი.

დღის ამბები