თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, აუდიტორია 115-ის აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების ზომების არ არსებობას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში 1209 მუშა დაიღუპა.
"აუდიტორია 115"-ის წევრებს ტრანსფარანტები აქვთ წარწერით - „ჩვენი სიჩუმე მუშას კლავს".
აქციის მონაწილეები, მსვლელობით პარლამენტის შენობასთან მისვლასაც გეგმავენ.
მათი თქმით, აქციას არასამთავრობო ორგანიზაციის წევრებიც შეუერთდებიან, რომლებისთვისაც ადამიანის სიცოცხლე მნიშვნელოვანია.