ფონდ „იავნანას“ საქმეზე გამომძიებლებმა საქველმოქმედო ფონდის შემოქმედებითი ჯგუფის წევრები დაიბარეს.
"იავნანას" შემოქმედებითი ჯგუფის ყველა წევრი პროკურატურა უნდობლობას უცხადებს და ჩვენების მიცემას მხოლოდ სასამართლოში თანხმდებიან. მათი დაკითხვა მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მოხდება.
"იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელი ამბობს, რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებით, მსოფლიო ბანის წინააღმდეგ პოლიტიკური ბრძოლა ახალ ეტაპზე დაიწყო. სახიფათო პოლიტიკური თამაშით კი ხელისუფლება ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობას დიდი დარტყმის წინაშე აყენებს.
მუსიკალური პროექტების მენეჯერი ნინო ნახუცრიშვილი ამბობს, რომ პროკურატურისგან ზარი მისთვის მოულოდნელი იყო, რადგან ფინანსურ ნაწილთან ჯგუფს არასდროს შეხება არ ჰქონია. ამიტომაც მიიჩნევენ, რომ საქმის პოლიტიკურ მოტივზე ეჭვები უფრო მყარდება.
მოწმის სტატუსით "იავნანას" საქმეზე დაკითხვაზეა დაბარებული ფონდის მთავარი რეჟისორი გია კიტიაც.
კიტია პაატა ბურჭულაძესთან ფონდის დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს. რეჟისორი დარწმუნებულია რომ საქმე მალე დაიხურება, რადგან მისი თქმით, გამოძიება მხოლოდ მსოფლიო ბანის პოლიტიკურმა აქტიურობის გამო დაიწყო.
გასულ კვირას მოწმის სტატუსით უკვე დაიკითხა მსოფლიო ბანიც. პაატა ბურჭულაძემ ჩვენება მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით მისცა.