18 ნოემბერი 2024,   02:19
ვრცლად
3 ლარი და 24 თეთრი ერთი ბავშვის გამოსაკვებად - კომპანია „ნილმა“ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გაიმარჯვა

კომპანია „ნილმა“ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გაიმარჯვა. იმის მიუხედავად, რომ "ნილმა" ტენდერის პირობები ერთხელ ვერ დააკმაყოფილა, თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის ტენდერი მისი გამარჯვებით დასრულდა. კომპანიამ ერთ თვიანი ხელშეკრულებისას ხარვეზებით იმუშავა.

სააღმზრდელო წლის დასრულებამდე, დღეში ერთი ბავშვის 1200 კილოკალორიით გამოკვებისთვის "ნილი" 3 ლარს და 24 თეთრს დახარჯავს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებდნენ, კომპანია უკონკურენტო სწორედ ამ მინიმალური ფასის გამო იყო.

არასამთავრობო ორგანიზაციები გადაწვეტილებას აპროტესტებენ. ბაგა-ბაღების თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში უამრავი დოკუმენტი აქვთ, რომელიც ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანია "ნილის" შემოწმებისას დარღვევები აღმოჩნდა.

უწყებამ მათ დარღვევისთვის წარმოების უფლება ხუთჯერ შეუჩერა, 7-ჯერ 400 ლარით , 2-ჯერ კი 1200 ლარით რეკომენდაციის შეუსრულებლობისთვის დააჯარიმა. ორგანიზაციაში ასევე განმარტავენ თუ რატომ სურდა თბილისის მერიას კომპანია "ნილის" გამარჯვება.

ნილში“ აღიარებენ, რომ კომპანიას ბაგა-ბაღებთან მუშაობის პირველ ეტაპზე ხარვეზები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა განმარტავენ, რომ ერთ თვიანი მუშაობის განმავლობაში საბავშვო ბაღებში პრობლემა საკვების ხარისხთან დაკავშირებით არ ყოფილა.

დღის ამბები