30 სექტემბერი 2024,   05:22
ვრცლად
ვალერიან შიუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია - პიანისტი სახლში გაწერეს

ვალერიან შიუკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. პიანისტი კლინიკიდან სახლში გუშინვე გაწერეს. შიუკაშვილი გუშინ რუსთაველის თეატრში შეუძლოდ ნიკოლზ რაჭველთან ერთობლივი კონცერტის დასრულების შემდეგ გახდა. ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გვიანობამდე იმყოფებოდნენ პიანისტის ოჯახის წევრები და მსმენელებიც, რომლებიც მის გუშინდელ კონცერტს ესწრებოდნენ.

დღის ამბები