18 ნოემბერი 2024,   02:45
ვრცლად
დიდი ალბათობით ჩაბუქს წამება ელის - სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს

სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას ჩაბუქის ექსტრადირებაზე უარის თქმისკენ მოუწოდებს. ორგანიზციებში ფიქრობენ, რომ თურქეთში, ჩაბუქს წამება ელის. იმ შემთხვევაში თუ, საქართველო მისი ექტრადირების გადაწყვეტილებას მაინც მიიღებს, ეს ქვეყნის იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე მნიშვნელოვნად დააზიანებს.

"იმ ბოლო მონაცემებით, რა მონაცემებიც არის თურქეთის შესახებ და იქ ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ, დიდი ალბათობით ჩაბუქს წამება ელის. დიდი იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და გაითვალისწინებს ყველა იმ მტკიცებულებას რომელიც საქმეშია და საზოგადოების ერთსულოვნებას,"- აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” იურისტი, თეო ზაქარეიშვილი. 

დღის ამბები