18 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს“ - ილია II-ის მოსაყდრე სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების წერილზე

სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტების წერილზე, სადაც ისინი წერენ, რომ მღვდლების სამჭედლოში სტუდენტებს სცემენ, მონურ ფსიქიკას უვითარებენ და შეურაცხყოფას აყენებენ, კომენტარი პატრიარქის მოსაყდრემ გააკეთა.

მეუფე შიოს განმარტებით, პატრიარქისთვის ცნობილია 14 პუნქტიანი წერილის და იქ მოყვანილი ფაქტების შესახებ. როგორც მოსაყდრე აცხადებს, ის იზიარებს საპასუხო წერილის პათოსს და მიიჩნევს, რომ წერილში მოყვანილი ფაქტები სიმართლეს არ შეესაბამება. 

„პატრიარქი ამ მოვლენას იცნობს, როგორც იცით, აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი იყო, რომელიც შედგება პატივცემული  და დიდი მეცნიერებისგან, ეს წერილი ჩვენთვის ძალიან საგულისხმოა. პატრიარქისთვის საგულისხმოა ასეთი ავტორიტეტული ადმიანების დასკვნა. საბჭოს წევრების არიან თვითმხილველები და ისინი ამბობენ, რომ სიმართლეს არ შეესაბამება,“- განაცხადა მეუფე შიომ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები