საქველმოქმედო ფონდ ,,იავნანას“ შემოქმედებითი ჯგუფის ნაწილი სასამართლოში დასაკითხად არიან გამოცხადებული.
ჯერჯერობით დაკითხვაზე არ არის დაბარებული საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” სამხატვრო დირექტორი თეონა ჯორბენაძე.
ჯორბენაძე ფიქრობს, რომ მას აუცილებლად გამოიძახებენ დაკითხვაზე, რადგან ის არის იმ საღამოების ავტორი, რომლითაც გამოძიება ინტერესდება. თეონა ჯორბენაძე ,,იავნანას“ საქმეს ერთი პირის გასანადგურებლად მიმართულ საქმეს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს ერთგვარი შეტევაა სახელოვნებო სფეროზე.
,,ეს არის უკიდურესად სამარცხვინო საქმე. დაიწყო ერთი კონკრეტული ადამიანის განადგურებით. ამუშავდა საშინელი მანქანა და ეს ერთი ადამიანის განადგურება მივიდა იქამდე ,რომ საქველმოქმედო პროექტები პრაქტიკულად ქვეყნაში აღარ იმართება. ასევე უკვე ეს არის ერთგვარი შეტევა სახელოვნებო სფეროზე,“-აცხადებს საქველმოქმედო ფონდ ”იავნანას” სამხატვრო დირექტორი თეონა ჯორბენაძე.