18 ნოემბერი 2024,   02:24
ვრცლად
ანტიტერორისტული ოპერაცია - პანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩადიან

პანკისის ხეობაში დღეს პროკურატურის წარმომადგენლები და ექსპერტები ჩადიან. საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები დეკემბერში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით რამდენიმე ადგილობრივი მოსახლის ადგილზე დაკითხვას გეგმავენ.

რაც შეეხება ექსპერტიზას, იგეგმება თემირლან მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში კედლის უფრო ღრმად შესწავლა, ადვოკატი იმედოვნებს, რომ ნაპოვნი იქნება ტყვიის ნაწილი.

„როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, საქმის მასალების გაცნობის დროს წარმოიშვა რაღაც საკითხები, რომლის დაზუსტებაც მოითხოვს დამატებით შემთხვევის ადგილის დათვალიერებას. ჩატარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, რათა აღმოჩენილ იქნას სხვა დანარჩენი ფაქტორები, რომელიც ერთობლიობაში შექმნის იმ სურათს, რომ მთლიანი ტყვია იქნეს სრულყოფილად წარმოდგენილი,“-აცხადებს დამოუკიდებელი ექსპერტი ზაზა ალთუნაშვილი.

ხელახალი ექსპერტიზის ჩატარება პროკურატურამ ზეპირი შუამდგომლობის საფუძველზე დააკმაყოფილა.

“ჩვენ გვაქვს ზეპირი შუამდგომლობა, რომ ჩატარდეს ხელახალი ექსპერტიზა , უშუალოდ ბალისტიკა.გაიხსნას კედელი, რამდენიმე მეზობელია დასაკითხი, რომელთაც მკაფიოდ ესმოდათ ხმა, თუ როგორ ჩხუბობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები ეზოში და როგორ ესაუბრებოდნენ და რას ეუბნებოდნენ ერთმანეთს, უშუალოდ ამ დეტალებზე გავამახვილებთ ყურადღებას,“-განაცხადა მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა.

დღის ამბები