18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
მოსამართლეთა კლანური მმართველობა - "საერთაშორისო გამჭირვალობა" იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

უვადო მოსამართლეების დამტკიცებამდე რამდენიმე დღით ადრე არასამთავრობო სექტორი
კიდევ ერთხელ საუბრობს იმ ხარვეზებზე, რომელიც გასაუბრების დროს აშკარა გახდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭირვალობა- საქართველომ" ამ თემაზე სპეციალური ვიდეო-კლიპიც მოამზადა.

მთავარ ხარვეზად გასაუბრებისას სხდომების დახურვა და განსხვავებული აზრის მიმართ დამოკიდებულება სახელდება.

ორგანიზაციის წევრები მოუწოდებენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მოსამართლეების დამტკიცებამდე ყველა პრობლემა გაითვალისწინოს.

„პროცესი რაც მიმდინარეობს დანიშვნებთან დაკავშირებით არ არის გამჭვირვალე. ვფიქრობთ რომ ეს პროცესი გამოიყენება იმისთვის, რომ კლანის  წევრები გამწესდნენ უვადოდ და დაინიშნონ სასამართლო სისტემაში. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ის მოსამართლეები, რომელთა ქმედებებთან დაკავშირებითაც წარსულში ჩვენ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი გვქონდა, ეს მოსამართლეები უვადოდ არ დაინიშნებიან,“-განაცხადა ეკა გიგაურმა.

დღის ამბები