18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
ყელგამოჭრილი პატიმარი გლდანის საპყრობილეში - საია საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" პატიმარ ნიკოლოზ ჩოფიკაშვილთან დაკავშირებით  საქმის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

საია-ს იურისტები მსჯავრდებულის ოჯახის ვარაუდს იზიარებენ და თვლიან, რომ საქმე განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით უნდა აღიძრას.

ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად კი ის ფაქტი სახელდება რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

გლდანის საპყრობილეში ნიკოლოზ ჩოფიკაშვილი ყელგამოჭრილი რამდენიმე დღის წინ ნახეს. მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, მსჯავრდებულმა თვითდაზიანება - უკვე მესამედ ერთჯერადი სამართებლის პირით მიიყენა და მიზეზად პატიმრის სულიერი აშლილობა სახელდება.

დღის ამბები