18 ნოემბერი 2024,   02:38
ვრცლად
კახა კალაძე უარყოფს ინფორმაციას, რომ კომპანია რომელიც გუდიაშვილის მოედნის პროექტს განახორციელებს უკვე შერჩეულია

დედაქალაქის მერი გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით საზოგადოების კრიტიკას ეხმაურება. კახა კალაძე აცხადებს, რომ აღნიშნულ ადგილზე განთავსებულია ისტორიული შენობა-ნაგებობები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოები, რაც გათვალისწინებული იქნება.

გუდიაშვილის მოედანი არის ძალიან მნიშვნელოვანი. იქ არსებული შენობა-ნაგებობები არის ისტორიული ძეგლები და მას სჭირდება შესაბამისი სამუშაოების წარმოება და ჩატარება,“-განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერი ასევე ტენდერის გარეშე კომპანიის შერჩევასთან დაკავშირებულ კრიტიკას ეხმაურება. კახა კალაძე ამბობს, რომ ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და კონკრეტული კომპანიის შერჩევის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია ტყუილია.

„რაც შეეხება გამარტივებულს, ჩვენ გავაკეთებთ ფასთა გამოკითხვას და შესაბამისად შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება,“-განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციისთვის 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები