ლუკა ჩხეტიას ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია ოჯახს ამ დრომდე არა აქვს. ოჯახმა უკრაინული მედიის მიერ გადაღებული კადრებიდან ამოიცნო შვილი სადაც ფიზიკურად უსწორდებიან და ხელკეტებით სცემდნენ.
ლუკა ჩხეტიას ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებენ უკრაინაში საქართველოს ელჩი ჩაერთოს 26 წლის მამაკაცის უკანონო დაკავების და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტის შესწავლაში.
„შემთხვევით ვნახე ტელევიზორში. ლუკა ამოვიცანი ჩემი შვილი . ძირს ეგდო და ურტყამდნენ. არის მაგრად ნაცემი, როგორც გავიგე. არ ვიცი რა მდგომარეობაში არის, სად არის როგორ არის. მე ვთხოვ მთავრობას, ბატონ პრეზიდენტს ვთხოვ, ბატონ პრემიერს საბოლოოდ გაგვაგებინონ ჩემი ბიჭი სად არის,“-განაცხადა ლუკა ჩხეტიას მამამ სერიოჟა ჩხეტიამ.