„ნაციონალური მოძრაობა“ ზუგდიდის ადგილობრივ ხელისუფლებას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
ანი წითლიძემ 100 დღის ანგარიში წარადგინა და განაცხადა, რომ სამი თვის განმავლობაში მხოლოდ სახელფასო ფონდმა ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში 1 მილიონ 500 ათასი ლარი შეადგინა. წითლიძემ მერიის მიერ უკანონო განხორციელებულ სამუშაოებზეც ისაუბრა.
ზუგდიდს მერი ოპოზიციის ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.