18 ნოემბერი 2024,   02:15
ვრცლად
შეგიძლიათ, კითხვები პირადად სააკაშვილს დაუსვათ, რადგან რამდენადაც ვიცი, ის აქაა - მიუნხენის კონფერენციაზე მყოფი უკრაინის დელეგაცია

მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა უკრაინის დელეგაციის წევრებმა მიხეილ სააკაშვილის გაძევების საკითხის შეფასებისგან თავის შეიკავეს.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პავლო კლიმკინმა, კურიერის შეკითხვას თავი აარიდა და ჟურნალისტი ამ კითხვებით პირადად სააკაშვილთან გადაამისამართა.

"შეგიძლიათ, კითხვები პირადად სააკაშვილს დაუსვათ, რადგან რამდენადაც ვიცი, ის აქაა. მიუნხენში დაინახეს, სადღაც, გერმანელმა კოლეგებმა მითხრეს ამის შესახებ. ასე რომ, თქვენთვის საინტერესო თემა იქნება,“ - განაცხადა პავლო კლიმკინმა.

დღის ამბები