18 ნოემბერი 2024,   02:43
ვრცლად
მარგველაშვილი ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავის საზეიმო ცერემონიას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი  ვილნიუსში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილმა მონაწილება მიიღო ლიტვის პრეზიდენტის სასახლეში გამართული ოფიციალური დახვედრის ცერემონიაში და საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი დატოვა.

დახვედრის ცერემონიის შემდეგ პრეზიდენტებმა წმინდა დიუკის მოედანზე გადაინაცვლეს, სადაც ლიტვის დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ცერემონია მოეწყო.

„ეს იყო მშვენიერი შესაძლებლობა, დაგვემყარებინა კონტაქტები ისეთ სახელმწიფოებთან, რომლებთანაც საქართველოს სჭირდება კიდევ უფრო მეტი ინტეგრაცია, როგორიც არის ისლანდია, როგორიც არის ფინეთი და დაგვეგეგმა შემდგომი თანამშრომლობა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

დღის ამბები