პოპულარული ამერიკელი ბლოგერი უილ მაკგაუ საქართველოშია. ჟურნალისტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ეწვია.
ერთი კვირის განმავლობაში უილ მაკგაუმ სვანეთში, კახეთში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთში იმოგზაურა.
საქართველოში სტუმრობის შემდეგ ამერიკელი ბლოგერი პოპულარულ გამოცემებში საქართველოს სამთო კურორტების, კულტურის, ქართული სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სტატიებს მოამზადებს.