18 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
მიხეილ ჯანელიძე დიასპორის წევრებს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მოქალაქების ინფორმირებაში დახმარებას სთხოვს

მიუნხენში მყოფი საქართველოს დელეგაცია შეხვედრებს განაგრძობს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გერმანიაში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.

მიხეილ ჯანელიძემ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, თავშესაფრის მაძიებელთა გაზრდილ რეოდენობაზე ისაუბრა და დიასპორის წევრებს საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებაში დახმარება სთხოვა.

საგარეო უწყება საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებული საზეიმო ღონისძიებების გამართვას ევროპის სხვადასხვა ქალაქში გეგმავს, რაშიც დიასპორის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. 

დღის ამბები