მიუნხენში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე ერთ-ერთ თემად რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს განიხილავენ. ღონისძიების მონაწილეები თანხმდებიან, რომ ამ აგრესიის წინააღმდეგ მთავარი ბერკეტი სანქციებია.
სანქციებს უერთდება საქართველოც. მიუნხენში მყოფი საქართველოს დელეგაციის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანა მოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჩვენ მიერთებული ვართ სანქციებს. საქართველოს ახორციელებს იმ პოლიტიკას, რომელიც არის ჩვენს ეროვნულ ინტერესებში და, რომელიც არის ჩვენს მთავარ, ძირითად პარტნიორებთან შესაბამისი,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
როგორც თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, საქართველოს დელეგაციის მიუნხენში ვიზიტის მიზანი არის პარტნიორებთან ურთიერთობის გამყარება. ლევან იზორიას თქმით, ყველა გადაწყვეტილებას, რომელსაც საქართველო იღებს ან მიიღებს მომავალში, იქნება ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან შეთანხმებული.