მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს, ფატუ ბენსუდას, შეხვდა.
საუბრის მთავარი თემა ის გამოძიება იყო, რომელსაც ჰააგის სასამართლო რუსეთ-საქართველოს ომის ფარგლებში ახორციელებს.
„ძირითადად საქართველოში ჩვენი სამუშაო პროცესის მიმდინარეობა განვიხილეთ. გამოძიება კვლავ გრძელდება. წინ მივიწევთ, გასული წლიდან გამოძიება უფრო ინტენსიური გავხადეთ. ასე რომ, შეხვედრა იყო შესაძლებლობა, ინფორმაცია მიგვეწოდებინა პრემიერისთვის და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვეთხოვა თანამშრომლობა და მხარდაჭერა გააგრძელონ საქართველოში ჩვენი სასამართლოს მუშაობასთან დაკავშირებით. რაც შეეხება რუსეთს, თავიდანვე ვთქვი, რომ ჩვენს საქმიანობაში მნიშვნელოვანია ყველა მხარესთან თანამშრომლობა და კვლავ მოვუწოდებთ რუსეთს ამისკენ, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენი მუშაობა შეჩერდება,“ - განაცხადა ფატუ ბენსუდამ.