თელავი-გომბორის გზაზე საწვავით დატვირთული სატვირთო გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სოფელ კობაძესთან მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა, ალმოდებული მანქანიდან მძღოლმა გადმოსვლა მოასწრო.
ადგილზე სახანძრო, სამაშველო და საპატრულო ეკიპაჟებია მობილიზებული. ამ წუთებში მოძრაობა შეზღუდულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 125-ე მუხლით დაიწყო.
ავტორი: ია გულიაშვილი