ელენე ახვლედიანის შვილიშვილს და მის 7-სულიან ოჯახს 26 თებერვალს გამოსახლება ემუქრება.
კავსაძის ქუჩაზე მდებარე სახლი, რომელშიც ირაკლი ახვლედიანი ამ დრომდე ცხოვრობს, კერძო იპოთეკარმა აუქციონზე 5 ათას ლარად გაყიდა.
ოჯახმა ახალ მფლობელთან შეთანხმებას მიაღწია, რომლის მიხედვითაც, 26 თებერვალი ბოლო ვადად დასახელდა. ახვლედიანებმა ამ დროში ბინის გამოსასყიდად 60 ათასი დოლარის შეგროვება უნდა მოასწრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან.