18 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
რელსებიდან გადასული ე.წ. კუკუშკა - სპეციალური კომისია კატასტროფის მიზეზებს სწავლობს

ბორჯომ-ბაკურიანის მატარებლის, ე.წ. კუკუშკას, მგზავრები კატასტროფას უვნებლად გადაურჩნენ. შეტყობინება ე.წ. კუკუშკას ავარიის შესახებ ბორჯომის სადგურში 11 საათსა და 25 წუთში შევიდა. მგზავრებით სავსე მატარებელი რელსებიდან გადავიდა.

რა გახდა მგზავრებით დატვირთული მატარებლის დაზიანების მიზეზი, ამ საკითხს შესაბამის კომისიაში სწავლობენ.

ეს, არ არის პირველი შემთხვევა, რამდენიმე თვის წინ, მატარებლის რელსებიდან გადასვლის გამო, 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ბორჯომის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები შექმნილ ვითარებას საგანგაშოდ აფასებენ და ფიქრობენ, რომ პრობლემა ძირეულად მოსაგვარებელია, რადგან დაზიანებულმა ლიანდაგებმა შეიძლება უფრო მძიმე შედეგამდე მიგვიყვანოს.

იმის გამო, რომ კუკუშკა, დაახლოებით, 30 წელია, არ შეკეთებულა და საფრთხეს წარმოადგენდა, მთავრობამ მიიღო გადწყვეტილება და 2016 წლის 25 დეკემბრიდან მგზავრებს განახლებული მატარებელი ემსახურება. აღდგენილი ხაზი, რომელიც ბორჯომსა და ბაკურიანს აერთებს, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად ოფიციალურად გახსნა. მაშინ ხელისუფლების მეთაურები აცხადებდნენ, რომ მატარებელს მგზავრების უსაფრთხოდ გადაყვანა შეუძლია.

 

ავტორი: იზო ჩუბინიძე

ამავე თემაზე
დღის ამბები