გუდიაშვილის მოედნის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია 2 წელში უნდა დასრულდეს.
პროექტის ფარგლებში მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ისტორიულ სახლებს რესტავრაცია ჩაუტარდებათ.
სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.
"ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში. თავისი ისტორიული შენობა-ნაგებობებით, რომელიც იქნება რეაბილიტირებული, მოწესრიგებული და კეთილმოწყობილი,“ -განაცხადა კახა კალაძემ.
კახა კალაძე ვაკის რაიონში, მარაბდის ქუჩაზე, მიმდინარე საგზაო სამუშაოებსაც გაეცნო.